პეტრე მამრაძე: „შავი სია“ არის იმის დემონსტრირება, რომ არავითარი კანონი, არც უზენაესობის პრინციპი და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს

Read Time:47 Second

„შავი სია“ არის იმის დემონსტრირება, რომ არ არსებობს არავითარი კანონი, არც უზენაესობის პრინციპი და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია, არსებობს ადამიანი, რომელიც წყვეტს რა გელის შენ, შენ და შენ, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თანაგუნდელებს იმის გათვალისწინებით არჩევდა, თუ ვინ შეასრულებდა მის თუნდაც დანაშაულებრივ დავალებას.

„თუ შენ მზად ხარ შეასრულო ჩემი ნებისმიერი ბრძანება რაგინდ უკანონო და დანაშაულებრივი უნდა იყოს ის, მაშინ შენ ჩემიანი ხარ, გექნება მაღალი ანაზღაურება, პრემიები, ჯიპები მოგემსახურება და ა.შ. ქმნიდა [სააკაშვილი] ელიტას შეკრულს დანაშაულით“, – განაცხადა პეტრე მამრაძე.

კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი
Next post ილია მეორე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლისთავს ულოცავს