პენტაგონი: საქართველო აშშ-სთვის „უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“

Read Time:42 Second

პენტაგონში განმარტავენ, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებს.

ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ რობერტ კარემმა ისაუბრა:

„რთულია არ მოიხიბლო და გაკვირვებული არ დარჩე იმ პროგრესით, რომელიც საქართველომ განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს. საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა. ასევე შთამბეჭდავია ის წვლილი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებს ჰყავდეს პარტნიორი ქვეყანა, საქართველო, რომელიც მზადაა საერთო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ“, – ნათქვამია სტატიაში.

კარემმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილსაც. მან იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგო პატივი, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო მისიის დროს დაიღუპა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცნობილია რომელი ბაგა-ბაღების დემონტაჟი განხორციელდება თბილისში
Next post მეუფე შიო: ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება