პატრიარქი-„არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულოერო პირები, მათ შორის მეც.. გთხოვთ, ჩვენო სულიერო შვილებო მეც შემინდეთ ჩემი ცოდვები..“

Read Time:48 Second

ბერ-მონაზონი ანდრია გეწაძე შენდობის კვირაში პატრიარქის ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

„არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულოერო პირები, მათ შორის მეც..

მე მითქვამს თქვენთვის, ცოდვები რაც ახასიათებს ხალხს ის მახასიათებს მე.

ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმედ, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა.

მაგრამ, ადამიანი უცოდველი არ არის, ადამიანს ან გონებაში, ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს განცდა თვისთა ცოდვათა ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს …

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდად ხოლო სხვებს ცოდვილად.

ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ უფალმა გაგვიხსნას გონება დავინახოთ ჩვენი თავი, ჩვენი ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე.

პავლე მოციქული ამბობს, არ არის კაცი რომ სცხონდეს და არა სცოდოს და ამბობს რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარო.

წარმოიდგინეთ პავლე მოციქული ამბობს ცოდვილთაგან პირველი მე ვარო!

ჩვენ ვამბობთ რომ წმინდანები ვართ, უცოდველები ვართ, სხვები კი ცოდვილნი არიან და განვიკითხავთ.

ღმერთო მოგვანიჭე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.

გთხოვთ, ჩვენო სულიერო შვილებო მოიღოთ მოწყალება თქვენი და მეც შემინდეთ ჩემი ცოდვები…“ – ამბობს პატრიარქი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი: მოიფიქრეს რაღაც “ვეტინგი”, მოსამართლეები არ მოსწონთ – ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც პროკურატურის ნოტარიუსი იყო, ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის
Next post ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა – რას წერდა პოეტი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე