პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

Read Time:26 Second

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

რიგგარეშე სესია 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

უცნობია, დაესწრება თუ არა მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. პარლამენტში მისვლას აპირებს ასევე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ.

ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი – მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰქონდეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრის და საზოგადოების მხარდაჭერა
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა