პარლამენტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი მიიღო

Read Time:30 Second

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტმა 90 ხმით, მესამე მოსმენით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი მიიღო.

კანონით დგინდება საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების წესი, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და დავის განხილვის წესი.

ახალი კანონით, აგრეთვე, წესრიგდება საჯარო შესყიდვის მონაწილეებთან, საჯარო შესყიდვის პროცედურებთან, საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებთან, საჯარო შესყიდვის მომზადებასთან, საჯარო შესყიდვის გამოცხადებასთან, განაცხადისა და წინადადების წარდგენასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვებთან, დავის განმხილველ ორგანოებთან და დავის განხილვასთან, ანგარიშგებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.

კანონი ემსახურება ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაციას.

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შევიდა ოცდათოთხმეტ კანონში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან
Next post ირაკლი კობახიძე: ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა – ორი უმძიმესი დამნაშავე, ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე