პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა

Read Time:25 Second

საქართველოს პარლამენტმა, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხს მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგი იყო.

ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დოკუმენტი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურის სამინისტრომ კიდევ ექვსი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
Next post შეიწყალეთ სააკაშვილი, ჩამორეცხეთ ქვეყნის ისტორიას ეს ლაქა – ელისო კილაძის მიმართვა ზურაბიშვილს