პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად კომისია დაამტკიცა

Read Time:36 Second

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისია 87 მომხრე ხმით დაამტკიცა.

დეპუტატებმა კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა მანამდე კანონმდებლებს საკონკურსო კომისიის წევრების თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სპიკერის განცხადებით, საკონკურსო კომისია სახალხო დამცველსა და ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაკომპლექტდა.

კობახიძის თქმით, თითოეულ ამ სუბიექტს საშუალება ჰქონდა, საკონკურსო კომისიაში საკუთარი კანდიდატები დაესახელებინა, რომელთა ჩართულობითაც ისინი უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“საბოლოო ჯამში, საკონკურსო კომისიის მიერ 12 კანდიდატი უნდა შეირჩეს”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისიის წევრები გახდნენ – თინათინ რუხაძე, სოსო გალუმაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ბასა ფოცხიშვილი, მამუკა ანდღულაძე, ერმინე მესხია, სალომე უგულავა, ბონდო მძინარაშვილი და დავით ცხადაძე.

რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს, მათ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC წერს- ვიდეოთამაშები ახალგზარდების ცნობიერებას ამახინჯებს
Next post შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ლიანა ჯოჯუა მსოფლიო ჩემპიონი გახდა