პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემა

Read Time:44 Second

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი აღარ ექნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქმიაბობას თბილისში განაგრძობს.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა კი სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

„ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. რეგლამენტი 15 კომიტეტში განვიხილეთ, პარლამენტის თითქმის არც ერთი წევრი არ დარჩენილა, რომელსაც ამაზე პოზიცია არ ჰქონდა. გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე არგუმენტია.პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს. იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის იდეა “ნაციონალურ მოძრაობას” გაუჩნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლობა აღინიშნება
Next post „ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს… დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო…ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ – ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში