პარლამენტი დღეს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნას უყრის კენჭს

Read Time:46 Second
პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
 
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესს გასაუბრების ეტაპზევე გაემიჯნა.
 
ახალი კოდექსის თანახმად, აუცილებელია, კომისიის წევრები მაღალი კვორუმით აირჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 6 თვით აირჩევიან.
 
15 ივლისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა.
 
კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა
Next post საპარლამენტო უმრავლესობა 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს