პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

Read Time:26 Second

პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებული პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

„ცვლილებები დარეგისტრირდება ბიუროზე, მოთხოვნილია დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების განხილვა. მიზანი ამ დაჩქარების არის ის, რომ თუ რეგლამენტში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, მაშინ შესაბამისი სამსახური ვერ უზრუნველყოფს, რომ დროზე მოხდეს აიტი ტექნოლოგიების ამ პროგრამების შემუშავება. აქედან გამომდინარე, დაჩქარებული წესით ჯერ მოხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა და შემდგომ უკვე პირველი, მეორე და მესამე მოსმენით უნდა იქნეს მიღებული,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას „პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“
Next post გვიცავს თუ არა არყით ხელების გაწმენდა კორონავირუსისგან — ყველაფერი, რაც ხელის სანიტაიზერების შესახებ უნდა ვიცოდეთ