პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ

Read Time:37 Second

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განათლების სისტემის პრიორიტეტებზე ისაუბრეს  და საგანმანათლებლო დაწესებულებლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პედაგოგებს პანდემიის პირობებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ განათლება არის ის სფერო, სადაც ჩვენი გუნდი მომავალშიც ძალიან დიდ ენერგიას და ინვესტიციას ჩადებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი სწორედ განათლებაა და ამაში პედაგოგების მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძე – „პედაგოგებთან შეხვედრისას  მიმოვიხილეთ განათლების სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა, გავაცანით  სამომავლო გეგმები. განათლება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, განათლებას მეტი ყურადღება დავუთმოთ და ჩვენს პედაგოგებთან ერთად მეტი გავაკეთოთ“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

პედაგოგებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის უფროსი დავით დარჩია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ
Next post ბეჟან წაქაძე: მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი