პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.

Read Time:52 Second

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„შიდასახელმწიფოებრივ სტაბილურობაში საქართველოს მიღწევები არის საფუძველი იმის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტი კორეული ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოს ეკონომიკაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კორეელ სტუმრებს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის მთავარი პრიორიტეტები გააცნო და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძემ კორეული მხარე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო სამმიტზე მოიწვია.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში სტუმრობის გამო და აღნიშნა, რომ კორეის მხარე დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური სიძლიერით, რასაც მოწმობს არაერთი კორეული ინვესტიცია ქვეყნის ინფრასტრუქტურ და ჰიდრო ნაგებობების მშენებლობისთვის. მანვე კორეის განვითარების ბოლო 60 წლის მაგალითი გაიხსენა და განაცხადა, რომ სწორედ პორტების, გზების და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოსადმი განსაკუთრებულ დაინტერესებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ურთიერთობას საფუძველი რამდენიმე თვის წინ, ბანგლადეშში საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ჩაეყარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენეტიკოსებმა იპოვეს ოჯახი, რომელსაც 13 მილიონი წევრი ჰყავს
Next post რა ფაქტორები უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი