პაატა მანჯგალაძე: სასწაული ამბავია, კეზერაშვილი წირავს თავის მეგობარს, რომელიც არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი, დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“

Read Time:1 Minute, 3 Second

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი თუ დამნაშავეა, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები ამას გაარკვევენ. მისივე თქმით, ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა დამაჯერებელი არ არის, რომ ხელისუფლებას ქოლცენტრების მუშაობის შესახებ არ სცოდნოდა.

„კეზერაშვილთან პირდაპირი სამხილი არავის დაუდია. საუბარია, რომ საქართველოში არსებულ იმ ოთხ ადამიანს (მათ უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არ ვარღვევ, არ ვიცი, ის ხალხი ვინ არის, არც ვიცნობ) რაღაც ეტაპზე შეიძლება, კეზერაშვილი იცნობდა კიდეც და ურთიერთობაც ჰქონდა ამ ხალხთან, მაგრამ ეს ადამიანები, როგორც მაქვს ინფორმაცია, შემდეგ უფრო დაუახლოვდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, საუბარია ფარცხალაძეზე, მამაცაშვილზე, ეჭვების დონეზე გეუბნებით. კეზერაშვილი თუ არის დამნაშავე, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები არ დააკლებენ ამას ხელს, ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ. ჩვენ ვინერვიულოთ იმაზე, საქართველოში რომ არსებობდა ქოლცენტრები, ვინ მფარველობს და ვინ იყო ამ ყველაფრის უკან. ჩემს ვერსიას გეუბნებით. ეჭვქვეშ არ ვაყენებ „ბიბისის“, ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს – კეზერაშვილის გარემოცვა იყო და საქართველოში ისე მუშაობდა ქოლცენტრები, რომ ვერაფერი გავიგეთ. შეიძლება ქვეყანაში ამუშაო ქოლცენტრი ისე, რომ ხელისუფლებამ არაფერი იცოდეს?

სასწაული ამბავია, კეზერაშვილი წირავს თავის მეგობარს, რომელიც არის ბურჭულაძის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი, დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“. როგორ იმუშავებს ქოლცენტრი ქვეყანაში ხელისუფლების ჩართულობის გარეშე? – ქოლცენტრს კი არა, ზარს რომ ვაკეთებდით საერთო ჩათში, იქ ჩაგვინერგა სუს-მა აგენტი და ყოველდღე რასაც ვამბობდით, დანოსები აქვთ დაწერილი ამაზე. 1 000 კაცში ტრეფიკი 24-საათიანი თაღლითური სქემით ირეკებოდა უცხოეთში და არ იცოდა ხელისუფლებამ?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ტალახაძე: მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული, ვპირდები გულშემატკივარს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მოგიტანთ
Next post გუბაზ სანიკიძე-მთელი ჩემი ნიჭი საქართველოს პარლამენტს მოვახმარე