პაატა მანჯგალაძე „ოცნებაზე“: ღალატსაც გაბედულება უნდა, მაგრამ ეს უნდათ ისე გააკეთონ, რომ ოპოზიციას დაჰბრალდეს

Read Time:33 Second

 მე რომ ვიყო უმრავლესობაში და 84 მანდატი ჰქონდეს ოპოზიციას, საერთოდ არ მოვიკითხავდი სად არის კობახიძე და თალაკვაძე – ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ღალატსაც გაბედულება უნდა, კანდიდატის სტატუსი რომ ჩააგდო, ამასაც გაბედულება უნდა. უნდა თქვა პირდაპირ, რომ არ მინდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს უნდათ ისე გააკეთონ, რომ ოპოზიციას და დასავლეთს დაჰბრალდეს, რომ აი კანდიდატის სტატუსი ჩვენს გამო კი არ აქვს ქვეყანას, არამედ ოპოზიციამ არ იმუშავა. მე რომ ვიყო უმრავლესობაში და 84 მანდატი ჰქონდეს ოპოზიციას, საერთოდ არ მოვიკითხავდი სად არის კობახიძე და თალაკვაძე. პირიქით ვეტყოდი, არ მოხვიდეთ, ხელი არ შეგვიშალოთ ამ პროცესში-თქო, მაგრამ ესენი ეძებენ მიზეზებს და არა საშუალებებს, რომ რეკომენდაცია არ შესრულდეს“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: მადამ პრეზიდენტი სტუმრად ჩამოსულ ნეფე-პატარძლის ეროვნული ნიშნით დევნას რომ ესალმება და გამარჯვებად აცხადებს, ესაა გზა ევროპისკენ?
Next post სოზარ სუბარი: ჩვენი მიზანი მიმართულია ერთადერთი რამისკენ – საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო – ნებისმიერი ალიანსი, კავშირი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა ამისკენ უნდა იყოს მიმართული