“პაატა იმნაძის დედა თავის პენსიას გურულის დღიურების ფონდისთვის გვაძლევს…”

Read Time:32 Second

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის პოსტი გავრცელდა, რომელიც მისმა შვილმა ასე დაუკომენტარა: დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ, მწერალი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია.

“რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.

ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა”, – წერს კეკელიძე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიაში ქართველი დედა და 16 წლის შვილი გარდაცვილი იპოვეს
Next post საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა