პაატა იმნაძე: ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდური მუშაობის პრინციპით, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

Read Time:1 Minute, 11 Second

 

პაატა იმნაძე: ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდური მუშაობის პრინციპით, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

ამ ეტაპზე ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დაავადების პიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, მთავრობა კი მედიკოსების რეკომენდაციებზე მეტს აკეთებს.

„როდესაც დაგვეწყება აქტიური შიდა გადაცემა, მერე ხდება იმის ანგარიში პიკი როდის მოგვიწევს და იქაც იქნება რამდენიმე ვარიანტი. სხვადასხვა სცენარი არსებობს, რომლითაც ვანგარიშობთ ხოლმე. ეს რომ დაიწყება, ამის მერე ვიანგარიშებთ როდის იქნება პიკური მაჩვენებლები. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი გუნდური მუშაობის პრინციპით, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.მინდა გითხრათ, ჩვენი რეკომენდაციები ცოტათი მეტი იყო ყოველთვის, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, და ჩვენ რა რეკომენდაციებსაც ვაძლევდით, მთავრობა უფრო მეტს აკეთებდა. ასე რომ, ამ ეტაპზე ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება კონტროლი სიტუაციის“, – აღნიშნა იმნაძემ.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ სულაკაურმა „კორონავირუსის გმირებს“ კარიკატურა მიუძღვნა
Next post “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის წევრები მზად არიან თანამოქალაქებს და უწყებებს დახმარება შესთავაზონ