პაატა იმნაძე: უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში „ომიკრონი” დაიწყებს ცირკულირებას

Read Time:47 Second

საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი [„ომიკრონი“] დაიწყებს ცირკულირებას, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. მისი თქმით, თავდაცვისთვის საჭიროა ვაქცინაცია.

„მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება “ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა. ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, “ომიკრონი” გამოჩნდება.

ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და 1 დოზა „ფაიზერს“ აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ „ფაიზერით“ აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ 3 აცრა პრინციპში “ომიკრონისაგანაც” იცავს საკმაოდ ეფექტურად. რეკომენდაციები რჩება იგივე. თუ გვინდა ინფიცირებისაგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისაგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი, რაც უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება
Next post აზარტული და მომგებიანი ონლაინ თამაშების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის