პაატა იმნაძე: პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა

Read Time:31 Second

პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე „ქრონიკას“ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია.

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432 903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390 827, გარდაიცვალა 5 948 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას – თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული
Next post მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება