პაატა იმნაძე: „ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს

Read Time:36 Second

„ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

„საბედნიეროდ, დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონი“ სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა ხოფერია: დაწყნარდით და … ბედს შეურიგდით! ეს იქნება ნამდვილი შერიგება!
Next post გრიგოლ ლილუაშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობა