პაატა იმნაძე – ინფიცირებული ასაკოვანი პაციენტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან, ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ არის

Read Time:25 Second

კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი პაციენტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ აღენიშნებათ.

„სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ მათი ასაკი და თანმხლები დაავადებები თავისთავად წარმოადგენს რისკის ფაქტორს. ესენი არიან ასაკოვანი ქალბატონები, აქედან გამომდინარე, იმყოფებიან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ორი 80 წლის ასაკს ზემოთ პაციენტია. ერთი თბილისის ინფექციურ, მეორე კი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “კარანტინში მოთავსება და იზოლაცია, ეს არის თავისუფლების აღკვეთა”
Next post გიორგი კახიანი – საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება