პაატა იმნაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია

Read Time:36 Second
გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალა ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„ ამ მეთოდის გამოყენება საქართველოში ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს მოხდა, როდესაც პირველი შემთხვევა იყო ყირიმ-კონგოს ცხელების. ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა ეს მეთოდი, მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო. ამას სჭირდება, ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ“, – აღნიშნა იმნაძემ.
 
საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.
 
ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე დაინფიცირებულ ექიმზე- ეს ჩემი კოლეგა არის გმირი!
Next post ლევან რატიანი – მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე, ეს ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა