ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას – რაზე ოცნებობს 8 წლის გიორგი

Read Time:58 Second

„დღეში ორჯერ მშივდება.. ბევრია ახლა ეს ?“,- გიო ნაჭყებია, რომლის დედასაც სიმსივნე აქვს, სამტრედიაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მისი მშობლები საზღვარგარეთ მას შემდეგ წავიდნენ, რაც დედას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვის ოჯახის შესახებ ვიდეოს „სიკეთის ქალაქი“ აქვეყნებს.

ახლა იგი ბებოსთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს.

„დედა რომ მახსენდება სულ მეტირება. ყოველდღე უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. დიდი ხანი არ ჩამოვლენ დედა და მამა, ნეტა გამაძლებინა იქამდე.  მე კაცი ხომ ვარ ახლა, ხომ ვფიქრობ ჩემს დებს რა მოვუტანო საჭმელი, ბებოს რა ვუშველო. ჩემი ძმა პატარაა და ვერ დადის.

ამას წინათ მეზობელმა მითხრა სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ?“,- ამბობს გიორგი.

როგოც გიო ამბობს, მას ექიმი უნდა გამოვიდეს, რადგან სხვა ბავშვებს დედა თუ ეყოლებათ ავად, უმკურნალოს.

„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და რა უჭირს, ვისწავლი მშიერი დაძინებას. შიმშილსაც მოვითმენ, ოღონდ დედა კარგად ჩამომიყვანონ“,- ამბობს იგი.

დედა სასწრაფოდ უცხოეთში გახდა წასაყვანი, რისი ხარჯებიც მეზობლებმა და კეთილმა ხალხმა გაიღეს.

„სიკეთის ქალაქი“ ვიდეოსთანერთად ანგარიშის რეკვიზიტებსაც აქვეყნებს:

თიბისი ბანკი: #GE65TB7561145064300012

საქართ. ბანკი: #GE13BG0000000161529923

მიმღები: ნინო ტატიშვილი.დანიშნულება:გიოს საკვებისათვის.

ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ პ/ნ 01024077571

დაგვირეკეთ 577566599 WHATSAPP,VIBERI

გიო ნაჭყებიას ოჯახი ცხოვრობს სამტრედიაში,ჩოლოყაშვილის ქუჩა 33.

წყარო:primetime.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი-8 მარტი არ არის მხოლოდ დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ქალებს, არამედ, პირველ რიგში, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის დღეა
Next post გიორგი გახარია – საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია