ოპოზიცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენეტს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Read Time:54 Second

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით არასწორი მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა ადამიანს თქმით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორთა რაოდენობას ხელოვნურად ზრდის და მოსახლეობას ატყუებს.

“აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოიკვეთა რიგი სახის პრობლემები აღნიშნულ სფეროში, კერძოდ შემცირდა ტურისტთა რაოდენობა, არაეფექტურად იგეგმება და ხორციელდება პროგრამები. კარგად ჩანს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაცია რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ არ შეესაბამება რეალობას და ციფრები ხელოვნურად არის გაზრდილი: მაგალითისთვის, მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს აჭარაში 3 918241 ტურისტი იყო, მათ შორის : უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 1 513 533, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა – 2 404 708. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 718 000 შეადგენს, აჭარის მოსახლეობა არის 337 ათასი. ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მოსახლეობის 80% აჭარაში, როგორც ტურისტი იმყოფებოდა. ფაქტია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ხელოვნურად ზრდის მონაცემებს, რათა არ გამოჩნდეს ტურისტების რაოდენობის კლება. 2018 წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი შეადგენს 9 700 000 ლარს, რომელიც არაეფექტურად იხარჯება. უშუალოდ მსგავსი აბსურდული სტატისტიკის წარმოებაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად 140 000 ლარს ხარჯავს”,- თქვა ლაშა ადამიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post DailyMail-ი ცნობით ტაილანდელ გოგონებს ვალენტინობის დღეს ჯადოსნური ვიტამინები დაურიგეს
Next post IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ფილმები ცნობილია