„ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევები ძალიან ბევრია, კონტაქტისგან თავის არიდების საშუალება პრაქტიკულად აღარ არის“ – ივანე ჩხაიძე

Read Time:31 Second

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კოვიდინფიცირების შემდეგ იზოლაციის 8-დღიანი პერიოდის გამო სამედიცინო სექტორში პერსონალის დეფიციტი იქმნება.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევების გამო ადამიანების დაინფიცირების ალბათობა დიდია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის რომ, „ომიკრონით“ ინფიცირებულების იზოლაციის ვადიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა სეგმენტში გვაქვს ფაქტი, რომ გვაკლია პერსონალი, ეს არის ექიმები, საშუალო სამედიცინო პერსონალი. „ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევები ძალიან ბევრია, ამიტომ დაცვისა და კონტაქტისგან თავის არიდების საშუალება პრაქტიკულად აღარ არის. შესაბამისად, ამან გამოიწვია ყველა კლინიკაში კადრის დეფიციტი და ეს არ არის იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ 8-დღიანი იზოლაციის პერიოდის გამო პრობლემები იქმნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა, ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია
Next post გიგი უგულავა: “ნაცმოძრობა” უნდა გახდეს “ქოლგა პარტია” – ამ ხომალდზე ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი შევა