სამშაბათი, მარტი 3, 2026

ომბუდსმენმა 2017 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა.

“ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150 186-ია, რომელთაგან 43 169 – 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვია. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო იქნა გამოყვანილი.

2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები, სახალხო დამცველის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადავადებასთან ერთად, ვერ უზრუნველყოფდა საარჩევნო სამართლისთვის უმნიშვნელოვანესი თანასწორობის პრინციპის რეალიზებას და საარჩევნო ხმების შესაბამის მანდატებში პროპორციულად ასახვას.

წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზიანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. ასევე, არ შეცვლილა უკანონო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის ინტერესის გარეშე მიიღება” – წერია ანგარიშში.

2018 წლის 2 აპრილს ომბუდსენი საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლა“ ისრაელთან „ღია ომით“ იმუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან „ღია ომით“ იმუქრება.„ჰეზბოლას“ მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ დაჯგუფებას სხვა გზა არ დარჩა, „გარდა წინააღმდეგობის გაწევისა“, მას შემდეგ, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.მოჰამუდ კომატის განცხადებით, „ჰეზბოლამ“ მოთმინება გამოიჩინა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ისრაელ-ჰეზბოლას ომი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა და იმედოვნებდა, რომ მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებდა ისრაელის თავდასხმების შეწყვეტის კუთხით.კომატიმ ლიბანის მთავრობა გააკრიტიკა „ჰეზბოლას“ ქმედებების უკანონოდ მიჩნევის გამო და მოითხოვა, რომ მან იარაღი ჩააბაროს, რადგან არ იმოქმედა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შესაჩერებლად, რომლებიც თითქმის 15 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გრძელდებოდა.„სიონისტ მტერს ღია ომი სურდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არ შეუწყვეტია. ამიტომ, დაე, ეს ღია ომი იყოს“, – განაცხადა მოჰამუდ კომატიმ.

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ქალაქ დაჰრანში, სადაც აშშ-ის საკონსულო მდებარეობს ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებია მოსალოდნელი.„არ მიხვიდეთ აშშ-ის საკონსულოში. დაუყოვნებლივ დაიმალეთ თქვენს საცხოვრებელში, ყველაზე დაბალ სართულზე და ფანჯრებისგან მოშორებით. არ გახვიდეთ გარეთ. დაჰრანში აშშ-ის საკონსულო ქალაქში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარი დაიკავონ, გადახედონ უსაფრთხოების გეგმებს თავდასხმის შემთხვევაში და მზად იყვნენ შემდგომი თავდასხმებისთვის. აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.მედიის ცნობით, საელჩომ გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ღამით ორი დრონი დაეჯახა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია და საელჩო დროებით დაიხურა.

„ბიბისი“ – ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასმა მოიმატა, დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა

ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე მსოფლიოში ნავთობისა და ბუნევრივი აირის ფასებმა მოიმატა, ასევე, დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.„ბიბისის“ ცნობით, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია შიშმა, რომ კონფლიქტი შეაჩერებდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო ექსპორტს.მათივე ცნობით, 2024 წლის ივლისის შემდეგ პირველად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია.ამასთან, რგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევროპული აქციების ფასები დაეცა: გერმანიის DAX ინდექსი – 3.76%-ით, ხოლო FTSE 100 – 2.57%-ით. აზიურ აქციებზეც მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა: კორეული KOSPI ინდექსი 7.24%-ით გაუფასურდა, იაპონური Nikkei კი – 3.06%-ით.რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისი ფასი გაიზარდა, რადგან ინვესტორები, რომლებიც მსგავსი არეულობის დროს უფრო უსაფრთხო ვალუტას ეძებენ, ამერიკულ აქტივებზე გადავიდნენ.

გია ვოლსკი – არცერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება, ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ უნდა უხაროდეთ, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში...

საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში, იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს.„ანა პაულინა ლუნა ასიათასიან მიტინს ვერ შეკრებს, დიდი გუნდია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან იმ იდეას კრებს, რომელიც აზრთა ერთიანობას გამოხატავს, როცა საუბარია ტრადიციაზე, სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე. საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში. იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს. ჩვენი დელეგაციაც სწორედ იქ არის ჩასული. ფორუმში მონაწილეობის გარდა, მათ საინტერესო შეხვედრები ექნებათ კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში. არცერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება. გასაგებია, რომ ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს. ხელისუფლება თუ ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის“ გარდა. მის ტრენდს ნუ აჰყვებით. აშშ-ში და ევროპაში ვინც არ უნდა ჩავიდეს და მოითხოვოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მას უნდა მივესალმოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა გაანადგურა

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა გაანადგურა.სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სულ 186 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთაგან 13 ზღვაში ჩავარდა, ხოლო ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში დარტყმები დაიწყო, თეირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების საპასუხოდ.არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყებამ კიდევ 812 ირანული დრონი აღმოაჩინა, მათგან 755-ის განეიტრალება მოხერხდა, 57 მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე აღმოაჩინა და გაანადგურა რვა ფრთოსანი რაკეტა, „რამაც გამოიწვია გარკვეული თანმხლები ზიანი, ასევე სამი ადამიანის სიკვდილი და 68 მსუბუქი დაზიანება“, დაზიანდა „სამოქალაქო ობიექტებიც“.

ბოლო სიახლეები