ოკუპირებულ ცხინვალში გაურკეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორის შეხედრა დასრულდა

Read Time:42 Second

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი გააკეთა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

“მის უწმინდესობას მოხსენდა ინფორმაცია მიმდინარე მილაპარაკებებთან დაკავშირებით. სამი დღის შეხვედრასთან დაკავშირებით. ასევე, მოთხოვნა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული არჩილის ცხედრის ოჯახში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

მისმა აუწმიდესობამ აღუთქვა, რომ რაც მის პირად და საქაღთველოს ეკლესიის ხელთ არსებული არის ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად იქნას გადმოსვენებული ოაჯახში.

შესაბამისად, უკვე პირველი დავალება მოგვცა მისმა უწმიდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნოს რუსეთის პატრიარქტის სახელზე, მისი უწმიდესობის სახელით და შემდგომში, ამას მოჰყვება სატელეფონო საუბრებიც”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ.

ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელიუფლების დარწმუნება, გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
Next post საპატრიარქო ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს