ოთარ კახიძე პრეზიდენტს ურჩევს, ვანო მერაბიშვილზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნოს

Read Time:39 Second

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაეცნოს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხება.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გარდაცვლილი ადამიანის გამოყენება ამორალური საქციელია.

„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდი პალატის გადაწყვეტილებაა, სადაც მე-18 მუხლის დარღვევაა დადგენილი. მას ასევე ვურჩევ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს გაეცნოს, რომელთა მიხედვით, ჩვენ პოლიტიკური დევნილები გვყავს და არამხოლოდ 2012 წლის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ შემუშავებულ რაღაც გაურკვეველ სიას. რაც შეეხება „გირგვლიანის შესწორებებს“, ტრაგედიით მანიპულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გარდაცვლილი ადამიანის გამოყენება ამორალურ საქციელად მიმაჩნია“, – დასძინა კახიძემ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შეძლებდა, ხელთ არ აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქეთევან ციხელაშვილი – მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს
Next post „რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ, რუსი აღარ უნდა იბადებოდეს“