ნუგზარ წიკლაური: ნიკა მელიას თანხმობით გირაოს გადახდა ვერ მოხდება და არ ვაპირებთ ამნისტიაზე ხელმოწერას, რომელიც ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს

Read Time:53 Second

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხში ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

„არანაირი პრობლემა თავდებობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, პირიქით, მადლიერები ვართ ყველასი, ყველა იმ ევროპარლამენტარის, თუ ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც თვლის, რომ ასეთი მაღალი ნდობით უნდა გამოვიდეს ნიკა მელიას მიმართ. ეს პარალელურად კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური შინაარსისაა და არავითარი კავშირი სამართლებრივ პროცესთან არ აქვს. ჩვენ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ თავდებობაში, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მომენტი – არავითარ შემთხვევაში, არანაირი გირაოს გადახდა ნიკა მელიას თანხმობით ვერ მოხდება, ეს გირაო ტყვეთა სყიდვის პოლიტიკური ხარკია, რომლის გადახდაც ნიკა მელიას პერსონალურად და ქართულ საზოგადოებას დააკისრეს. არ ვაპირებთ იმ ამნისტიაზე ხელის მოწერას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტია ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე“, – განაცხადა წიკლაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან
Next post კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს