ნუგზარ წიკლაური – აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე სააკაშვილის საკითხ

Read Time:45 Second

ჩემი პოზიცია იყო, მოგვეცადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე სააკაშვილის საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რადგან ასე მოხდა, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.

„უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები, ის ფორსირება, რომელიც დაიწყო ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის საკითხი არ იყო გადაწყვეტილი. ჩემი პოზიცია იყო, რომ მოგვეცადა, ვიდრე ეს საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეს შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. სხვა გამოსავალი არ იყო იმ მოთხოვნების შემდეგ, რაც მათ დააყენეს ზურგს უკან პროცესების ფორსირებით. რადგან ასე მოხდა, პოლიტიკური საბჭო გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდეს არჩევნები. მალე, ოღონდ არა ნაჩქარევად მივიღებთ თარიღის შესახებაც გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის აზრი აღარავის აინტერესებს. მას აღარავინ არაფერს ეკითხება დიდი ხანია
Next post გოგა ხაინდრავა: თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ მიდის ღია, დაუფარავი ბრძოლა, იმიტომ რომ ამ საქართველომ არ გააკეთა ის, რაშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიცია იდებოდა