ნინო წილოსანი: როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების პოლიტიკა შესაძლოა, გადაიხედოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში განიხილა, რომელსაც მაუწყებელი უახლოეს სესიაზე წარადგენს და დეპუტატები მათ მწვავე კითხვებს დაუსვამენ. წილოსანმა აღნიშნა, რომ პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ, ხომ არ არის მიზანშეწონილი გადაიხედოს მაუწყებლის დაფინანსების საკითხი.
მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც საქართველოს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულმა სტრუქტურამ 2020 წლის ანგარიში და ხარჯებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია წარადგინა.
„ვიცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან. ამდენად, კომიტეტი აქცენტს აკეთებს ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობასა და გონივრულობაზე. იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას, ვფიქრობ. მათი ანგარიშიდან ჩანს, რომ გაუხარჯავ თანხებთან გვქონდა საქმე წლის ბოლოს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების პოლიტიკა გადაიხედოს და ამ ჭრილში განვიხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ხარჯები ადეკვატური იყოს იმ ხარჯებთან, რომელიც მას აქვს და რეალურად ეწევა“, – განაცხადა წილოსანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...