ნინო წილოსანი: “ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული

Read Time:43 Second

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბრობს და იმაზე, თუ რამდენად აქვს რესურსი მესამე ძალას და მათ შორის, ნიკა გვარამიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს.

მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ფორმალობაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული. იმ თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე რა თქმა უნდა თავს აარიდებს მათთან აფელირებას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი თუ ძველი ძალა გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასე თქვათ, დაშორების პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რათა ხმების გარკვეულწილად გახლეჩა და მეტის წაღება შეძლონ, მაგრამ მოტყუების საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და ვფიქრობ, ამომრჩეველიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ ეს გადალაგებები მათ ტაქტიკურ სვლებად მიიღონ და სწორად შეაფასონ, ვიდრე იმათ რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა იბადება“- განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები
Next post გიორგი კალანდია: საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი ლიტერატურა მომაქვს ხელოვნების სასახლისათვის ბასკეთის რეგიონის ეთნოგრაფიის, ისტორიის, კულტურის შესახებ..