ნინო წილოსანი – მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი

Read Time:48 Second

მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუშინ უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა ამ ინიციატივას, თუმცა აცხადებს, რომ კანონპროექტის ინიციატორთა რიგებში ის არ არის. წილოსანი ფიქრობს, რომ საზოგადოება დაიღალა საარჩევნო სისტემებზე მსჯელობით.

„ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა ითვალისწინებს პროცესის დაწყებას. გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი. ჩვენს დეპუტატებს ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ შესაძლებელია თავად პროცესის დაწყება. ეს იდეა გავა მოქალაქეებთან, მათი აზრის გასარკვევად. შესაბამისად, ჩვენც დავრწმუნდებით, რამდენად კარგი ან ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. არ ვიცნობ ამ ინიციატივას და არ ვარ ინიციატორი, თუმცა ჩემთვისაც საინტერესო იქნება ყველა იმ დადებითი და უარყოფითი ასპექტების გაგება, რასაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გავარკვევთ. ზოგადად, მგონია, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა საარჩევნო სისტემებზე მსჯელობით, რადგან მათი პრობლემები გაცილებით სხვაა. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუმცა ის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება, არ გულისხმობს იმას, რომ სხვა ნებისმიერი აზრი შინაარსს მოკლებულია,”- განაცხადა წილოსანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს
Next post 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა ქორწინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა შორისაც 14 და 15 წლის მოზარდებიც არიან