„ბატონო იაგო, ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა – თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი, – ასე მიმართა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა იაგო ხვიჩიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები „გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავდნენ.
ნინო წილოსანის განცხადებით, პარტიებს მოუწოდა, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქვეყნის პროგრესისთვის ეკისრებათ.
„გენდერული კვოტირების მიღების პროცესს ყველა საერთაშორისი პარტნიორი გულშემატკივრობდა. ეს ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა იყო, რაც ჩვენ განვახორციელეთ. თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.