ნინო ფოჩხუა: ისევ მიზანმიმართული ტყუილი! გუშინ “მთავარ არხმა”, “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან ინტერვიუზე დაყრდნობით, სიუჟეტი მოამზადა, თითქოს შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილის არ შეხვდებოდა

Read Time:46 Second

არ უნდათ ამ ადამიანებს ქვეყნის წარმატება და განვითარება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ წინ ევრო-ატლანტიკური ოჯახისკენ,- ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ,,მთავარი არხის’’ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, რომელიც ,,რადიო თავისუფლების’’ ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკზე დაყრდნობით აცხადებდა რომ შესაძლოა, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არც შეხვედროდა, თუმცა როგორც ჟურნალისტმა დღეს განმარტა მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით.

,,ისევ მიზანმიმართული ტყუილი და სიცრუე! გუშინ “მთავარ არხმა”, “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან ინტერვიუზე დაყრდნობით, სიუჟეტი მოამზადა, თითქოს შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილის არ შეხვდებოდა. ეს იმდენად ხანმოკლე ტყუილი იყო, რომ დღეს, “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო ჯაფიაშვილმა არ დააყოვნა და თბილისის ბიურო გამიჯნა ჟოზვიაკის გუშინდელ ინტერვიუსთან, უარყო მასთან კავშირი. მინიშნება გააკეთა, რომ ეს უშუალოდ “მთავარი არხის” და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის შეთანხმება იყო. ჯაფიაშვილის თქმით, ეს შეიძლებოდა ჟოზვიაკის შეცდომით ნათქვამი იყო ან მართლაც თქვა ან თარგმანში იყო უზუსტობა.
მოკლედ, არ უნდათ ამ ადამიანებს ქვეყნის წარმატება და განვითარება, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ წინ ევრო-ატლანტიკური ოჯახისკენ.’’ – წერს ფოჩხუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე – პრეზიდენტის შეფასებებს ვიზიარებ, ეს იყო დასაწყისი და იმედია, მომავალ შეხვედრებზე დეტალურად გავივლით ყველაფერს
Next post არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც ოპოზიციას აქვს, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, რაც ხელისუფლებას აქვს