ნინო ლომჯარია – ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გირაო არ უნდა გადაიხადოს, პროკურატურას კი დღესვე შეუძლია, ის გაათავისუფლოს

Read Time:1 Minute, 0 Second

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, რომ მელიას ესაუბრა პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხის გარშემო. ლომჯარიას თქმით, დაინტერესდა, რას ფიქრობს ნიკა მელია.

„გვქონდა ზოგადი საუბრები. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე. ამ ფუნქციას ალბათ მისი ადვოკატები შეასრულებენ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა იქნება ხვალ და რა შეიძლება, იყოს იმისი წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. მას მიაჩნია, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.

ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია, გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელისუფლება დაინტერესებულია, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა იყოს, მათ ეს შეუძლიათ, თავისუფლად გააკეთონ. ჩემი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ეს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ამნისტიის აქტის მიღება პარლამენტის გადასაწყვეტია, იმ პარტიებისა, რომელთაც მხარი უნდა დაუჭირონ.

„მელია თვლის, რომ არ უნდა გადაიხადოს გირაო. სწორედ იმიტომ ჩაჯდა ციხეში, რომ თვლიდა, არ იყო სამართლიანი მისი მხრიდან გირაოს გადახდა და ფიქრობს, რომ შეთანხმების გამოსავალი მასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს გირაოს გადახდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში
Next post არჩილ თალაკვაძე: რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს – ნათელია, ვის აწყობდა კრიზისი