ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი მიიღეს

Read Time:51 Second

დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებით ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, უარი პროცედურული მოტივით არის განპირობებული.

„როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. „ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას“, – აღნიშნა რამდენიმე დღის წინ საკითხზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სამართლიანი და უშიშარი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს!“-დავით თორდია
Next post მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია