ნინო ლაცაბიძე: არ მახსოვს არცერთი ინიციატივა, დავით კირკიტაძეს რომ პარლამენტში რუსთავთან დაკავშირებით გაეჟღერებინა

Read Time:34 Second

მართლა გულდასაწყვეტია, რომ არცერთი პროექტი, არცერთი საღი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გეგმა არ გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, – ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია გაიხსენა, როდესაც რუსთავის მაჟორიტარობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე იბრძოდა. ​ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი რუსთაველებს ავტოფარეხების დაკანონებას ჰპირდებოდა, თუმცა პარლამენტში შესვლის შემდეგ მათ პრობლემებზე არ უმუშავია.

„არ მახსოვს არცერთი ინიციატივა, რუსთავთან დაკავშირებით რომ გაეჟღერებინა. მეტსაც გეტყვით, როდესაც რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ გაგვქონდა, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თითოეული კოლეგა გვერდში დაგვდგომოდა და ვთვლიდით, რომ რუსთავისთვის ამ კანონი მიღება იქნებოდა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. გულდასაწყვეტია, რომ დარბაზშიც არ იყო ბატონი დავითი, როცა ეს კანონი გაგვქონდა, ვითომ დღეს რომ ძალიან შესტკივა გული“, – აცხადებს ლაცაბიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: სააკაშვილს საერთოდ აქვს თუ არა უფლება ჯარს მიმართოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი
Next post მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო