ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ საერთო კი არ ეძებოს ერთმანეთთან, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, არამედ დაკავებულია იმით, ვინ მოასწრებს ფინიშამდე, ოღონდ სად არის ეს ფინიში? ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლად რამეს მიაღწევენ. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს. ეს ხომ 2020 წელს დავინახეთ. იძახიან, არიქა რუსეთის გუბერნიად გადააქციეს ქვეყანაო, თქვე დალოცვილებო, რუსეთის გუბერნიად თუ გადაგაქციათ ამ ხელისუფლებამ, პირადი ამბიცია გვერდზე არ უნდა გადადო?! ასეთი ხელისუფლების შესაცვლელად? – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
