ნინო ბურჯანაძე: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დაახლოვდეს პოზიციები

Read Time:28 Second

რეგიონებში, ყველაში ალბათ არა მაგრამ უმრავლეს რეგიონში სასურველია მოხდეს გარკვეული პოზიციების შეჯერება, – ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რეგიონებში ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიის საკითხზე.

„ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიანობის მომხრე. დრო მართალია ბევრი არ არის, მაგრამ მაინც არის დარჩენილი. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც აქვს ახლა ერთმანეთთან კონსულტაციები, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დაახლოვდეს პოზიციები,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დღეს ოპოზიციას რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება – ეკონომიკამ მუშაობა უნდა განაგრძოს
Next post კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს