ნინო ბურჯანაძე: ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ? – სადამდე შეიძლება?

Read Time:28 Second

ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ? – ისინი თავის გასაკეთებელ საქმეს ისედაც გააკეთებენ, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მე მრჩება ისევ იმის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ისევ ვფიქრობთ, 2024 წელს დასავლეთის პოზიციას რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება. ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ, სადამდე შეიძლება? ნახევრად დასავლეთია დამნაშავე სასამართლო რეფორმას რომ ვერ მივაღწიეთ? არ ვვარგივართ ჩვენ და კიდევ ნუ ვიქნებით იმათი დახმარების იმედზე. ისინი თავის საქმეს ისედაც გააკეთებენ, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ღიად აცხადებენ, რომ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ არიან
Next post ანდრია გვიდიანი: ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში