ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ მარშრუტსა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიკაციას პირდაპირი კავშირი არ აქვს.
რუსეთზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთთან პრობლემებს მოაგვარებს.
„ჩვენ რუს პარტნიორებთან ვიმუშავებთ მშვიდად, ნევროზულობის გარეშე და ყველა პრობლემას გადავწყვეტთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

