სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

ნიკოლოზ ხატიაშვილი – „ოცნების” წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, ივანიშვილთან შეხვედრა სიტუაციის დამშვიდებას ემსახურებოდა – პარტიების აკრძალვის შემთხვევაში კი შესაძლოა დეკემბერშიც ვნახოთ გარკვეული მკაცრი ნაბიჯები აშშ-სგან

დღეს არსებულ სიტუაციას რომ შევხედოთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი და მხარდაჭერა იმდენად დაბალია და საზოგადოებაში უკმაყოფილება იმდენად მაღალია, დაბალრეიტინგულ პარტიებსაც კი კონკურენტებად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ მათგანაც საფრთხე მოდის , – ამის შესახებ “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხატიაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

“ქართულმა ოცნებამ” როდესაც საზღვარგარეთ არჩევნები წააგო, მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენს მილიონამდე ემიგრანტს ხმის მიცემა აუკრძალა. აქაც იგივე პრინციპია, ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერი მილიონამდე ადამიანი “ქართული ოცნებისთვის” არის საფრთხე, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ამიტომ ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომლითაც პარტიებს გააუქმებენ და ამ ადამიანებს არჩევანის უფლებას ართმევენ. ამ ყველაფერს ისევ და ისევ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ძალიან სერიოზული ტრიგერი გახდეს და ბევრი პროცესი დაიძრას.

მსგავსი ნაბიჯები რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია – რაც უფრო მძიმე სიტუაცია იქნება და რაც უფრო გადავა საქართველო რუხი ზონის რეჟიმში, ეს მით უფრო არის რუსეთის ინტერესებში, რადგან მას არ უნდა, რომ თავის საზღვრებთან ქვეყნები დემოკრატიულად ვითარდებოდნენ, რადგან ის ამაში საფრთხეს ხედავს. არ ვიცი, ეს გეგმა სად არის დაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

მეორე მომენტია ის, რომ ახლა გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა, ვნახეთ ამერიკის პოზიციები, ვნახეთ, რომ ევროპაშიც არეულობაა, იგივე საფრანგეთში. გარდა ამისა, ევროპა გადართულია უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობაზე და, შესაბამისად, ისეთი სიტუაცია დადგა, რომ შესაძლოა, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის ახლა ვერავინ ვერ მოიცლის, ამ ნაბიჯს გადადგამენ [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით] და აქედან მშრალად გამოვლენ. თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება რეალურად იქნება მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამას მკვეთრი ნაბიჯები და კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, დეკემბერშიც კი ვნახოთ გარკვეული ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან.

მე ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება ის პერსპექტივა, რომ თითქოს რაღაც დალაგება მიდის აშშ-თან. უფრო მეტიც, ამერიკას, მიუხედავად თავისი საგარეო პოლიტიკის მინუსებისა, ყოველთვის გვესმის ასეთი პოზიცია, რომ ისინი მხარს უჭერენ გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, პარტიების აკრძალვა პირდაპირ ართმევს ხმის უფლებას ადამიანებს, ამით კი ამერიკა არ იქნება კმაყოფილი.

ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ტრიგერი როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე ეს შეიძლება გახდეს მაკონსოლიდირებელი ფაქტი ქართულ საზოგადოებაშიც.

ამდენი თვის განმავლობაში ოპოზიციაში რომ გარკვეული პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ხერხდება გაერთიანება, ასეთ კრიტიკულ მომენტში შესაძლოა სწორედ ის მუხტი გაჩნდეს, რაც მათ გააერთიანებს”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეხვდება პარტიების გაუქმებას ბრიუსელი და რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით ანდაც უვიზო მიმოსვლის ნაწილში და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზე, ხატიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი გარკვეულ სანქციებსა თუ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ის არ ელოდება.

“ის ფაქტი, რომ ჩვენ ვშორდებით ევროკავშირს, უკვე ასახულია საქართველოს არაერთ მოქალაქეზე. არაერთი პროექტი გაჩერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში ბევრი რამ შეფერხდა და ეს უკვე გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე.

ზოგადად, ის სიტუაცია, რაც საქართველოში არის და ის კანონმდებლობა, რაც იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქეს ეხება პირდაპირ თუ ირიბად.

ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით] პირველ რიგში, გავლენა ექნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში იქნება გამოქვეყნებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გაცილებით კრიტიკული ანგარიში, ვიდრე ეს იყო შარშან.

რაც შეეხება ბრიუსელის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების იქნება ინიცირებული, თუმცა, ეს სავარაუდოდ, იანვრის თვეში ან იანვრის შემდეგ მოხდება, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ლიეტუვა გახდება. წელს ქმედით ნაბიჯებს, როგორიც არის მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, არ ველოდები.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირი არ წავა იმ ნაბიჯზე, რომელიც ქართველ ხალხს დააზიანებს. მას აქვს როგორც ეკონომიკური ბერკეტები, ისე სასანქციო ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული, ეს, რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკას დააზიანებს. ამაზე პასუხისმგებელი კი “ქართული ოცნება” იქნება”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

მან შაბათს გამართული უმრავლესობის სხდომაც შეაფასა, რომელსაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ხატიაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” ახლა კრიზისშია და ეს შეხვედრა გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაციას ისახავდა მიზნად.

“ზოგადად, როდესაც “ქართული ოცნება” შიდა კრიზისშია ხოლმე, ადრეც გვინახავს ასეთი ტიპის შეხვედრები და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა, გარკვეულწილად, მიმართული იყო იმისკენ, რომ გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო.

აშკარა არის, რომ ქართული ოცნების” შიგნით გარკვეული პრობლემები არსებობს, გარკვეული უთანხმოება, იგივე შიში… გრიგოლ ლილუაშვილი 2020 წელს წარმოიდგენდა, რომ ციხეში აღმოჩნდებოდა ან ირაკლი ღარიბაშვილი ივარაუდებდა 2021 წელს, რომ ის ციხეში მოხვდებოდა? მდინარაძე ერთი წლის წინ წარმოიდგენდა, რომ ის ყველანაირ თანამდებობას ჩამოშორდებოდა? როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და არ აქვთ გარანტია, რომ ორ წელიწადში ისინიც იმავე ადგილას არ აღმოჩნდებიან. აქედან გამომდინარე, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს შეხვედრაც, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მოახდენდა ეს შეხვედრა გუნდის შიგნით კონსოლიდაციას”, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, კომენდანტის საათი დედაქალაქის რამდენიმე უბანში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.ამასთან, პარიზის რამდენიმე უბანში დემონსტრაციების გამართვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე აიკრძალა.კომენდანტის საათი ნიცაშიც დაწესდა. ნიცის მერმა, ერიკ ჩიოტიმ, ქალაქში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ამოქმედდება და კვირამდე გაგრძელდება. მერის განცხადებით, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვნებზე გავრცელდება.კომენდანტის საათი ამოქმედდა ლიონშიც. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს – მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია...

ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? – იაგო ხვიჩია

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ევროპულ ღირებულებებსა და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.მისი თქმით, ევროპა არ არის ერთგვაროვანი და იქაც ხდება ცუდი მოვლენები, რის გამოც ევროპული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის კრიტიკა სრულიად შესაძლებელია, თუმცა, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ევროპას ალტერნატივად."ვინ თქვა, რომ ჩვენ ევროპელებმა ჩვენ დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და თქვენ მოხვალთ აუცილებლად ჩვენთანო? მთელი პრობლემა იმან გამოიწვია, იმის განმარტებამ, რა არის ევროპელობა. აქამდე ამას განმარტავდნენ ევროპელები, ამიტომ ჩაერივნენ ისინი ამ ბრძოლაში "ქართულ ოცნებასთან" და "ქართული ოცნება" აღმოჩნდა ხალხის ერთობლიობა, რომელიც იძახის, თქვენ რა იცით, რა არის ევროპელობაო, მე ვიცი, რა არის ევროპელობაო! ჩვენ გასწავლით იქით, რა არის ევროპელობაო! თან, რით ვასწავლით? ვასწავლით პარტიების აკრძალვით, ენჯეოების ფინანსების დევნით, ვასწავლით გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით და ტროტუარზე ხალხის დაჭერით, ვასწავლით პაატა მანჯგალაძის და გია ბარამიძის ციხეში ჩაჯდომით, ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ვაჩვენებთ ღიად და საჯაროდ, რომ ფეხებზე გვკიდია მტკიცებულებები და თან ვეუბნებით, რომ ეს არის ევროპაო და ისინი რამეს რომ იტყვიან: იცით, რა ხდება ევროპაში? ვიცით, რომ ევროპაში ბევრი ცუდიც ხდება, განა ევროპა ერთგვაროვანია? განა ევროპაში ყველაფერი კარგად არის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურ საქმეა და თუ ამ თემას ოდნავ მოადუნებ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მტრები ამით ისარგებლებენ. ამ გაგებით, ევროპის კრიტიკაც არის შესაძლებელი. მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ? ის რა არის, რასაც ჩვენ ვეუბნებით ევროპელებს, რომ ჩვენ ქართველები ამით ვამაყობთ, - ადამიანის უფლებების გაგება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის თავისუფლების და სიცოცხლის პატივისცემა - რა ღირებულებაზე ვდგავართ? ამას ხომ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. რა არის ის, რასაც სთავაზობ ევროპელებს? კარგი შთაბეჭდილება რომ უნდა შეუქმნა საქართველოზე. მე არ მშურს ქართველი დიპლომატების ბედი ჩვენს ეპოქაში, რადგან ეს პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. მე რომ დიპლომატი ვიყო, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამის გაგრძელება რომ უნდა გვქონდეს საგარეო პოლიტიკაში, ის, როგორ უნდა გავიტანო, ისე, რომ ვინმეს მოვაწონო? ამიტომაც არ გამოდის არაფერი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება, შემდეგ შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და დაშლის

დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები სახლებში დაიჭირონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.მისი თქმით, ამ რუსულ შავ ჭირს მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.„დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს, ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები