ნიკოლოზ ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამდენიმე წლის წინ შეძენილი იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემა უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტია

Read Time:50 Second

თბილისი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებული საჭიროებაა მწვანე რეკრეაციული ზონების, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, ფონდმა „ქართუმ“ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ სრულად, 100%-ით დააფინანსოს თბილისის ცენტრალური პარკის შექმნა.

„თბილისი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებული საჭიროებაა მწვანე რეკრეაციული ზონების. სწორედ ამ მომენტში მოხდა უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტი. ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ შეძენილი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადასცა თბილისს. მეტიც, ფონდმა „ქართუმ“ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ სრულად, 100%-ით დააფინანსოს თბილისის ცენტრალური პარკის შექმნა. ეს პარკი თავისი არსით მრავალფუნქციურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ის ყველა თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარზე იქნება მორგებული. იმ კონცეფციაში, რაც წარმოდგენილი იყო შარშან შემოდგომაზე, გათვალისწინებულია მოსახლეობის, საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესი. მოხდება ამ ტერიტორიის გამოყენება არა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაშიც დღეს გამოიყენება, არამედ სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის, ხანდაზმული ადამიანებისა და მრავალი სხვა ფუნქციონალური დატვირთვისთვის იქნება მზად ეს ტერიტორია. სწორედ ამით არის განპირობებული მისი მრავალფუნქციურობა. ძალიან მალე, თბილისს ექნება ცენტრალური პარკი და ეს არ არის შემთხვევით შერჩეული სახელწოდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ
Next post ბოლო მონაცემებით პარლამენტში 117 დეპუტატი იმუშავებს