ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ექიმების ჯგუფთან ერთად

Read Time:33 Second

“მიხეილ სააკაშვილის განაგრძობს მკურნალობას, მას აღენიშნება სისუსტე, აქვს თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს.
აქ უფრო მშვიდად არის, მადლობას უხდის გორის ჰოსპიტალის სტაფს, დიდი განსხვავებაა აქ და გლდანს შორის, მაგრამ საავდმყოფო მაინც საავადმყოფოა, მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს.

ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მისი მდგომარეობის შესახებ კონსულტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ ავადმყოფებს აქვთ პოსტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ, ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ, მთხოვა, დავუკავშირდე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს. ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, მოვიდეს რამდენიმე დღის განამვლობაში, რომ გაიარონ ეს სიტუაცია. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რათა გავაგრძელოთ მისი მკურნალობა” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიუსელში ანტივაქსერების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მხუთავი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
Next post ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია-ოქროს ღილაკით გადავედი