ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს – ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში

Read Time:39 Second

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში – როდესაც ადამიანები კითხულობენ ჰედლაინს და მერე არ უღრმავდებიან იმის უღრმავდებიან, მის უკან რა არის და კონკრეტულად, რა კონტექსტში იყო ესა თუ ის წინადადება ან მოსაზრება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„{ირაკლი ღარიბაშვილის}შემდეგ იგივე გაიმეორა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმაც. დღეს მაგალითად ზელენსკიმ თქვა, რომ, თუ უკრაინას კონკრეტულ ხელშესახებს არ მისცემენ ნატოს სამიტზე, მაშინ იქ საერთოდ არაფერი გვესაქმებაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე ჩვენგანს იგივე რომ ეთქვა – სახეს დაიხოკავდნენ როგორც შიდა ოპონენტები, ისევე გარე ოპონენტები და იტყოდნენ, რომ აი, საქართველო უარს ამბობს თურმე ნატოში გაწევრიანებაზე. ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს – ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში, ვიყოთ დასავლური ბანაკის წევრი და ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-პატრიოტები არასდროს ლანძღავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას ლანძღავენ მხოლოდ ქვეყნის მოღალატეები
Next post სენიორთა ევროპის პირველობაზე ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი გახდა