ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

Read Time:1 Minute, 9 Second

„საქართველოში რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გვქონდა და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ, ესაა ჩვენი პოზიცია“- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გასაგებია მათი შეშფოთების საგანი, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეები სახმელეთო გზით. შესაბამისად, საბოლოო თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

„მესმის რომ მათ გამოხატეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენები აღდგება, თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას იმიტომ, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან მოქალაქეები სახმელეთო გზით საქართველოში და ასევე არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან საჰაერო გზით, ხან სტამბოლის, ხან ერევნის, ხან ბაქოს გავლით ამიტომ, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით აქ რეალურად არაფერი იცვლება. ამას აქვს რა თქმა უნდა სიმბოლური დატვირთვა თუმცა, სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ბევრ სხვა რამესაც ჰქონდეს და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მნიშვნელობის საკითხებზე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ეს თავისთავად არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებით, რომ ჩვენ რუსეთს არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს მაგრამ ასევე ჩვენ არ ვიღებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ მოვემსახურებით სანქცირებულ ავიაკომპანიებს ქართულ აეროპორტებში და არ მივიღებთ სანქცირებულ ბორტებს.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული 5 წლის განმავლობაში პირველად სრულდება პირდაპირი ფრენა რუსეთის ფედერაციიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და სიტუაციას ადეკვატურად ვერ პასუხობს
Next post ლაშა ბასლანძე: ჩემს ელენიკოს რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება, გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ დავესაჯეთ