ნიკოლოზ სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ცდილობენ ჩირქი მოსცხონ საქართველოს ხელისუფლებას, დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და ამის ხარჯზე მოიპოვონ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერა

Read Time:45 Second

2008 წლის შემდეგ რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებისთვის ქართული ცა არის დაკეტილი, კონკრეტული ეს შემთხვევა კი იყო ბორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოქალაქო ნომერი, შესაბამისად მას ნებართვის გაცემა საქართველოს მხრიდან არ სჭირდება. ნებართვა საჭიროა მაშინ, როდესაც თვითმფრინავი უნდა დაფრინდეს საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის გაგრძელება იმ დესტრუქციისა და მოღალატეობრივი ქმედებისა, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფი „ლელო“ ეწევა ბოლო სამი კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ გააფუჭონ ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, მათი ხელწერა უცვლელია და დღევანდელი აჟიოტაჟი სწორედ ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს არის კარგად შედგენილი სტრატეგია, რომლითაც ისინი ცდილობენ ერთის მხრივ ჩირქი მოსცხონ საქართველოს ხელისუფლებას, დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და ამის ხარჯზე იქნებ მოიპოვონ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერა და ჩამოაგდონ მთავრობა. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ის განცხადებები, რომელიც დღეს მათ გააკეთეს, რომ თითქოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ქართული ცა გადაკვეთა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: დასავლეთს მორალური დამარცხება ელოდება, თუ უკრაინას მეტ დახმარებას არ გაუწევს
Next post თეთრი სახლი: ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, აშშ ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის ლიდერის ქმედებებს