ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ფიქრობს, რომ მათი ერთადერთი გამოსავალი ქუჩის აქციებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა

Read Time:57 Second

ზედიზედ 8 არჩევნებია მარცხდებიან ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ რომ დარჩათ არის ის, რომ ქუჩის აქციებით შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თმით, ოპოზიცია აქციებზე სამართალდამცავების პროვოკაციებზე წამოგებას და შემდეგ ამით ქულების დაწერას ეცდება.

„ქუჩის აქციების წინასწარი დაანონსება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ქვეყანა ამყოფონ მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში და ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ იმისთვის, რომ არ იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა მეორე ამოცანა არის ის, რომ როგორმე ამ ქუჩის აქციებით რომელიმე სამართალდამცავი წამოაგონ პროვოკაციაზე. იცით თქვენ იქ რა ხდება, დედის გინება, შეურაცხყოფა, ხანდახან ფიზიკური შეხებაც კი სამართალდამცავების მიმართ. მუდმივად პროვოკაციულ რეჟიმში ყოფნით, მათ იმედი აქვთ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და შემდეგ ამით ქულები დაიწერონ. ეს არის ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხეს ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ისინი არიან უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. ზედიზედ 8 არჩევნებია ისინი მარცხდებიან ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ რომ დარჩათ არის ის, რომ ქუჩის აქციებით შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ისინი ამით ავნებენ ხელისუფლებად და ავნებენ ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად სახელმწიფოს. სწორედ აქ მიჩნდება შეკითხვა, ხომ არ თამაშობენ ისინი რუსეთის თამაშს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს
Next post ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ