ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

Read Time:48 Second

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს;  ისაუბრეს გააქტიურებულ საპარლამენტო კავშირებსა და აგვისტოს თვეში, იაპონიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზე.

შეხვედრისას  საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის იაპონური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს. იაპონურმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ენერგეტიკის და დიგიტალიზაციის მიმართ.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას და საქართველოს როლს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა იაპონელ კოლეგებთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების, ხალხთაშორისი და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.

შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყაზახეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში
Next post VIDEO-ასე მღერიან ქართულ სიმღერას ამერიკელები ქართველ დედასთან ერთად