ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის და მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციებთან; მოლდოველებთან გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს რეკომენდაციების შესრულებაში

Read Time:35 Second

გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის და მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციებთან. ძირითადი საკითხი მოლდოვასთან იყო ის, თუ როგორ ასრულებენ ისინი საკუთარ რეკომენდაციებს საფრანგეთთან კი საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგანან მოლდოველები, რაც ჩვენ; არის ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც მათთვისაც ბოლომდე გასაგები არ არის და ჩვენთვისაც ბუნდოვანია, შესაბამისად ამაზეც გვქონდა საუბარი. რაც შეეხება, საფრანგეთის დელეგაციას, იქ ძირითადად საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე. ხაზი იყო გასმული საფრანგეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ საფრანგეთის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია – თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება 1-ლი იანვრიდან სავალდებულო იქნება, გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს
Next post მაია მენაღარიშვილი-სიუჟეტი ისე გავიდა, თითქოს მე ირიბად დავადასტურე პრეზიდენტ ალიევის და ბატონი ბიძინას კერძო შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა